ახალი ამბებისამართალი

ზვიად კუპრავა ისევ პატიმრობაში რჩება

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი ზვიად კუპრავას 5 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ კუპრავას თავდებში, რამდენიმე დეპუტატი – რომან გოცირიძე, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და მამუკა ჩიქოვანი, დაუდგნენ, მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
„ივანიშვილი გამოიმუშავებს რევოლუცია და ამ სიტყვას არ უნდა მოვერიდოთ. იქ, სადა აღარ არსებობს სასამართლო, რომელაც მართავს მუყრუსიძე და ჩინჩალაძე, იქ სადაც პარლამენტს მართავს კობახიძე და შს სამინისტრო, რომელსაც მართავს გახარია… ასეთი ხელისუფლება თავის მოღავწეობას მმართვის სადავეებთან ამთავრებს რევოლუციით და რევოლუცია მოხდა ან საარჩევნო ურნებთან ან უბნებს მიღმა. ივანიშვილი საზოგადოების მოთმინებას და რაც მიიღებს ამაზე, ძალიან მალე ვნახავთ… ამისი მაგალითები არსებობს უკვე უკრიანაში, ვხედავთ რა ხდება მოლოდვაში და ვნახეთ, რაც მოხდა სომხეთში. ივანიშვილი ვერ იქნება გამონაკლისი და ის ცდილობს დანაშაულს დანაშაული დაუმატოს და ამით გაიხანგრძლივოს მმართველობა. ის ზამბარა, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ჭიმავს, ძალიან მტკივნეულად მოხვდება მას ცხვირპირში და ეს არის გარდაუვალი“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა 24 თებერვალს დააკავეს, მიზეზად კი ის დასახელდა, რომ სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს, რის გამოც აღნიშნული ქმედებისთვის მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) წარედგინა ბრალი. კუპრავას დაკავების სანქცია სასამართლომ 21 თებერვალს გასცა, როდესაც მას აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეუცვალა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები