ახალი ამბებიპოლიტიკა

ზურაბიშვილი ვაშაძისგან მილოცვას ელოდება

„ეს არის დიდი გამარჯვება. არ ვოცნებობდი საბჭოთა სტილის გამარჯვებაზე, რაღაც 70-80%-იანზე“, – ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„თუ ჩვენ ამ არჩევნებს ვუყურებთ ევროპულად, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. მე სრულებით არ ვოცნებობდი რაღაცა საბჭოთა სტილის გამარჯვებაზე – 70-80%-იანზე. ეს არის ძალიან სერიოზული გამარჯვება. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ითვლება, რომ ასეთი მეორე ტური, ასეთი აქტიურობა ეს არის დემოკრატია, ნიშანი, რომ საზოგადოება არის დამწიფებული და არის მზად დემოკრატიისთვის“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, მიიღო თუ არა გრიგოლ ვაშაძისგან მილოცვა, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არ მიუღია.

„სამწუხაროდ არა, ველოდები“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

წყარო: ipn.ge

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები