ახალი ამბებისამართალი

ზურაბ ჯაფარიძე ფარულ ვიდეოჩანაწერებზე – თუ სახელმწიფო აპირებს დასაჯოს ყველა ვინც ეს ფაილი ნახა, მას ათასობით ადამიანის დასჯა მოუწევს

თუ სახელმწიფო აპირებს დასაჯოს ყველა ვინც ეს ფაილი ნახა, მას მოუწევს ათასობით ადამიანის დასჯა. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში საუბარია შერჩევით სამართალზე, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე „გირჩის” 3 წევრია დაკავებული.

„დასასჯელია, ის ადამიანი, ვინც ეს ფაილი ატვირთა და მას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი. აქ მთავარია, პოლიტიკური მიზანი, ვიღაცას უნდოდა ამ ფაილის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, რომელიც დასასჯელია. ეს ამორალური საქციელია, მაგრამ ამის გამო ადამიანების დასჯას თუ დავიწყებთ, ამ ქვეყანაში ათობით ათასი ადამიანია დასასჯელი. ამ ათობით ათასიდან 16 ადამიანს თუ არჩევენ, ეს არის შერჩევითი სამართალი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაო სასამართლოში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 17 პირიდან 9 პირის სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები