ახალი ამბები

ზუგდიდში საარჩევნო უბანზე 2 ადამიანი დააკავეს

ხმაური იყო ზუგდიდის №5 საარჩევნო უბანზე. სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ დაპირისპირება ჟურნალისტებთან მოუვიდათ და მედიის წარმომადგენელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადგილზე მივიდა პოლიციის უფროსის მოადგილე. ჟურნალისტმა თქვა, რომ ინტერვიუს ჩაწერისას მისი ტექნიკის დაზიანებაც სცადეს. ამის შემდეგ ორი პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები