ახალი ამბები

ზუგდიდში პირველი ამომრჩევლის სტატუსისთვის მოქალაქეებმა იჩხუბეს

უგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე ორმა მოქალაქემ იჩხუბა. დაპირისპირების მიზეზი პირველი ამომრჩევლის სტატუსი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

21-ე უბანზე ხმის მისაცემად ქალი შევიდა, რომელსაც უკან კაცი დაედევნა. სიტუაცია დაცვის პოლიციისა და უბნის წევრების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.  „შვიდის ნახევარზე ვიყავი აქ, მაგი მოვიდა რვის ნახევარზე და მეჩხუბა. რატო უნდა მეჩხუბო? პირველი, რომ მოვედი ყველა მხედავდა, მეტი რა ვქნა. მე უნდა შევსულიყავი და გამექცა“ – ამბობს კაცი, რომელიც პირველი ამომრჩეველი 21-ე უბანზე ვერ გახდა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები