ახალი ამბები

ზუგდიდის სოფელ ჭკადუაში კომისიის თავმჯდომარე და ნაციონალების დამკვირვებელი შელაპარაკდნენ

ხმაური იყო ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 78-ე საარჩევნო უბანზე, სოფელ ჭკადუაში. კომისიის თავმჯდომარესა და კომისიაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს შორის შელაპარაკება მოხდა.

კომისიის თავმჯდომარე ნანა კვარაცხელია აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, როდესაც გადასატანი ყუთი წაიღო, ყუთში 27 ბიულეტენი იყო, ხოლო როდესაც უკან დააბრუნა 10 შეუვსებელი იყო. ამის არგუმენტად, ოპოზიციის წარმომადგენელმა კომისიაში დაასახელა, რომ ამ კონკრეტულ ამომრჩევლებს ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეეძლოთ საკუთარი არჩევნის დაფიქსირება. თუმცა ნანა კვარაცხელია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მოხდა საარჩევნო დარღვევა, რადგან ბიულეტენზე არ იყო მითითებული არც ოჯახის ხელმოწერა და არც მიზეზი თუ რატომ ვერ შეძლეს ამ ადამიანებმა ბიულეტენის შემოხაზვა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი კი თავდაპირველად აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული, ხოლო შემდგომ განაცხადა, რომ მხოლოდ მისი შეცდომა იყო.

დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები