ახალი ამბებიპოლიტიკა

ზუგდიდის პროკურატურაში სკანდალური ჩანაწერის საქმეზე საკრებულოს წევრი იკითხება – რა განაცხადა გია დანელიამ უწყებაში შესვლამდე

ზუგდიდს პროკურატურაში საკრბეულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ გია დანელია იკითხება, დანელია ფიგურირებს იმ სკანდალურ ჩანაწერში, რომელშიც საუბარია წინასაარჩევნოდ ადამიანების დაშინებაზე და ისეთ მძიმე დანაშაულზეც, როგორიცაა საარჩევნოდ ადამიანების გატაცება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიცია გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს, თუმცა ხელისუფლება ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს,

თავად დანელიამ პროკურატურაში შესვლამდე კომენტარი გააკეთა და ჩანაწერს ფაბრიკაცია უწოდა:

“ეს ჩანაწერი არის ფაბრიკაცია, მონტაჟი და არ შეესაბამება რეალობას. 2017 წელს, ანუ ორი წლის წინ საუბარი მქონდა ერთ-ერთ პიროვნებასთან, კონკრეტულად ბაადურ რაფავასთან. ვფიქრობ, ჩვენი საუბარი, ანუ ჩანაწერი მაშინდელია და გაკეთებულია სავარაუდოდ, მის მიერ. მე მას მოვუწოდებ, თქვას სიმართლე, რაზე იყო საუბარი.“ – განაცხადა დანელიამ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები