ახალი ამბებიმსოფლიო

ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ბიბისი მუგაბეს ოჯახზე დაყრდნობით წერს, გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობა გახდა, ის აპრილის თვის შემდეგ სინგაპურში საავადმყოფოში იწვა.

მუგაბე ხელისუფლებას 30 წლიანი მმართველობის შემდეგ 2017 წლის ნოემბერში სამხედრო გადატრიალებით ჩამოაშორეს.

პოლიტიკოსი რომელსაც დიქტატორის რეპუტაცია ქონდა 1924 წლის 21 თებერვალს დაიბადა, როდესაც ზიმბაბვეს ჯერ კიდევ როდეზია ერქვა.

1964 წელს ის როდეზიის ხელისუფლების კრიტიკის გამო 10 წლით დააპატიმრეს.

1980 წელს კი მან ზიმბაბვეს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არჩევნები და პრემიერ მინისტრი გახდა.

მის მმართველობის პირველი წლები აღსანიშნავი იყო იმით, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ჯანდაცვა და განათლება ხელმისაწვდომი გახდა. 2000-იან წლებში მუგაბ ემ დაიწყო საკამათო მიწის რეფორმა, რომლის ფარგლებ შიც თეთრკანიან ფერმერებს მიწები ჩამოართვეს. ითვლება, რომ სწორედ ეს რეფორმა გახდა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის მიზეზი.

ამგვარად, 2007 წელს ქვეყანაში ჰიპერინფლაცია დაიწყო. ორი წლის შედეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა საკუთარი ვ ალუტის ბეჭდვაზე უარი ეთქვა და მის ნაცვლად უცხოური გამოეყენებინა.

მუგაბეს მმართველობის ბოლო წლები ხასიათდებოდა კორუფციის მაღალი დონით და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების სიმრავლით.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები