ახალი ამბები

ჟურნალისტი ზაზა დავითაია გაანთავისუფლეს

უზენაესი სასამართლოს წინ გამართული აქციის დროს დაკავებული გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, ზაზა დავითაია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ზაზა დავითაიას სასამართლო პროცესი ხვალ არის ჩანიშნული.
ჟურნალისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ჟურნალისტი ზაზა დავითაიამ თავის Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.
გთავაზობთ ზაზა დავითაიას Facebook პოსტს:
“მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა – სოლიდარობისთვის!
ახლაღა დავბრუნდი სახლში. ოციოდე წუთი მადროვეთ გონზე მოსასვლელად და მოგახსენებთ, რაც გადამხდა! <3თქვენ შემოგევლეთ ყველას, ძალიან მიყვარხართ! ვიგრძენი ქართველი საზოგადოებისგან ნამდვილი სამოქალაქო სოლიდარობა და ამ გრძნობის გამო თავისუფლების უკანონოდ აკვეთა კი არა, სიკვდილიც ღირს! 🙂 მაგრამ მე სიკვდილს არ ვაპირებ ჯერ 🙂 <3მცირე ხანში დავდებ პოსტს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ყველას, ყველას! მეც მუდამ მიგულეთ! <3 <3 <3”.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები