ახალი ამბებისამართალი

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს – ერთ-ერთი მათგანი მოკლულის მეგობარია

გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ვადიმ სოკოლოვის სახელით ცნობილ სავარაუდო მკვლელს ხანგოშვილის ლიკვიდაციის საქმეში მხარდაჭერა გაუწიეს და გაქცევის მარშრუტი მოამზადეს. აღნიშნული პირები ზელიმხან ხანგოშვილს ახლოს იცნობდნენ, ერთ-ერთი მათგანი მეგობარი იყო.

გერმანიაში ახმედ ზაკაევის წარმომადგენელმა, რუბატი მიტსაევმა აღნიშნა, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ხანგოშვილის მკვლელობაში სავარაუდოდ მისი მეგობრები მონაწილეობდნენ.

ცნობისათვის ზელიმხან ხანგოვილი, 23 აგვისტოს ბერლინში იმ დროს მოკლეს, როცა ის მეჩეთში ლოცვაზე მიდიოდა. ხანგოშვილს სამი ტვია აქვს მოხვედრილი, ერთი ზურგში და ორი კი – თავის არეში. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელი სავარაუდოდ, ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე 49 წლის ვადიმ სოკოლოვია დაკავებული. სოკოლოვი გერმანიაში მოსკოვიდან პარიზის გავლით ჩავიდა. ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინეს უკან მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთიც.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები