ახალი ამბებიმსოფლიო

ზელენსკიმ მასსა და პოროშენკოს შორის დებატებზე არბიტრობა იულია ტიმოშენკოს შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ თავის ფეისბუკზე ახალი ვიდეომიმართვა გაავრხელა, რომელშიც ის არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გასულ იულია ტიმოშენკოს, მასსა და პეტრო პორიშენკოს შორის გამართულ დებატებზე არბიტრის როლს სთავაზობს.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. უკრაინის ცესკოს ინფორმაციით მსახიობმა და კომიკოსმა ვლადიმირ ზელენსკიმ 30.24% აიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 15.95%. სწორედ ეს ორი კანდიდატი გადავიდა არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 21 აპრილს გაიმართება.

დებატების გამართვის აუცილებლობის შესახებ თავდაპირველად პეტრო პოროშენკომ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისთანავე განაცხადა, შეთავაზებაზე ზელენსკის შტამბა 3 აპრილს უპასუხა, ზელენსკი დებატებს დათანხმდა ორი პირობით, ერთი იყო ის რომ დებატები კიდევის ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გამართულიყო, ხოლო მეორე, კანდიდატებს სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლოთ იმის დასადასტურებლად, რომ არცერთი მათგანი ალკოჰოლიკი ან ნარკომანი არ იყო. პოროშენკოს თქმით, იმისდა მიუხედავად რომ დებატები შოუ არაა, ის ზელენსკის შეთავაზებას თანხმდება.

Звернення до Ю. Тимошенко щодо дебатів.

Posted by Владимир Зеленский on ხუთშაბათი, 04 აპრილი, 2019

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები