ახალი ამბებიპოლიტიკა

“ვისთანაც საერთო ღირებულებები გვაქვს, განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორად” – ბოკერია ხაზარაძეზე

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია ქართულ პოლიტიკაში პროდასავლური ღირებულებების ჯგუფებს მიესალმება.

ბოკერია მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ თუკი მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობისა და მისი პარტიის ღირებულებები ერთმანეთს დაემთხვევა, ხაზარაძეს პოტენციურად პარტნიორად განიხილავს.

“მე მაქვს ღრმა რწმენა, რომ ჩემი გუნდი, ჩვენი გუნდი, „ევროპული საქართველო“, ჩვენი პარტნიორები „თავისუფალი დემოკრატები“ არის ის გუნდი, ვისაც შეუძლია, რომ ივანიშვილის მშვიდობიანი შეცვლის შემდეგ, ქვეყანა წინ წაიყვანოს. თუმცა ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, დიდს თუ პატარას, ახალს თუ ძველს, რომელიც ამ ფუნდამენტურ საკითხებზე ჩვენს ღირებულებებს იზიარებს, უფრო სწორად, ერთი ღირებულებები გვაქვს, მივესალმები და განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორებად”- თქვა დეპუტატმა.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები