ახალი ამბებიპოლიტიკა

“ვისთან შედგება თანამშრომლობა და ვისთან არა, ამას მომავალი გვიჩვენებს” – რას ამბობენ “ქართულ ოცნებაში” ხაზარაძის პოლიტიკურ განაცხადზე

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს – “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორი სპექტრი ჩამოყალიბდება პარლამენტში.

„პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა, ამას გვიჩვენებს ის სპექტრი, რომელიც ჩამოყალიბდება საქართველოს პარლამენტში, დიდი ალბათობით, პროპორციული საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, ნულოვანი ბარიერიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობის ფორმირება, ვისთან შედგება შესაბამისი თანამშრომლობა, ვისთან არა, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ოცნების“ დეპუტატი, დავით მათიკაშვილი კი ამბობს, რომ „საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნა, პოლიტიკურ ორგანიზაციას არ გულისხმობს“.

“ჩვენ ვიცით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ტრადიციები, როდესაც სწორედ ასეც მომხდარა. მე ერთი რა შემიძლია, ვთქვა, ნების გამოხატვა, პოლიტიკური აზრის გამოთქმა და გამოხატვა, შესაბამისად, სოციალური გავლენის მოპოვება პოლიტიკური პარტიის კუთხით, ეს არის ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციურად აღიარებული უფლებები, მეორეა, რა შედეგს გამოიღებს თუკი ეს ასე მოხდა პოლიტიკურ ჭრილში. ვფიქრობ, რომ 2020 წლისთვის „ქართული ოცნება“ როგორც მმართველი გუნდი, მას კონკურენტი არ ეყოლება“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები