ახალი ამბები

ვის აქვს სურვილი წმინდა ბრძოლისა

ქისტებსა და ქართველებს შორის რომ იქნას გამოყენებული სიტყვა უმცირესობა ჩემთვის როგორც ერთერთი ქისტი ქართველისთვის შეურაცხყოფაა და გარიყვის მცდელობაა.
ჩვენ საქართველოს სისხლისა და ხორცის ნაწილი ვართ და ეს თუ საზოგადოებამ არ იცის, კი ამაში ჩვენც მიგვიძღვის ბრალი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ სხვა დანარჩენი საქართველოს შვილთა მხრიდან არ იქნა დაშვებული შეცდომები,რამაც სამწუხაროდ ზოგადად გაგვყო,გაგვყო ერთი ოჯახის შვილები და ერთი შტოსგან წამოსული ღირსეული ვაჟკაცები, ვითომდა სხვადასხვა ეროვნებები ვიყოთ.

ეს უმძიმესი დანაშაული მიუძღვის დიდ და დაუნდობელ რუსეთს, რომელიც ყოველთვის და ყოველ ჟამს ანადგურებდა ჩვენს ერთობას და საერთო ტრადიციულ ღირებულებებს.

დღეს არის დრო და ჟამი გაერთიანებისა, მათთვის ვისთვისაც საქართველო სამშობლოა და აწუხებს დაკარგული ტრადიციების და ღირებულებების ღირსება. მათთვის ვისთვისაც საქართველო კავკასიის აკვანია, მათთვის ვისთვისაც ფსევდოკულტურა დამანგრევლად მიაჩნია, ამიტომ თუ ხარ ქართველი ვაინახი, მაშინ ნება ვიბოძოთ და ჩავაბაროთ წარსულს ყველა ის ტკივილი, რაც ერთურთის მიმართ დაშვებულმა შეცდომებმა მოგვაყენა.

აბა ვის აქვს სურვილი წმინდა ბრძოლისა, ბრძოლა რომლის აზრიც ,,სიცოცხლე სიცოცხლის წილ ,, რადგან აი ასე იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და თავიანთი სისხლის ფასად იცავდნენ ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებიც გვაერთიანებდა და გვკრავდა ერთ მუშტად და ხვალინდელი დღის იმედად სწირავდნენ საკუთარ სიცოცხლეს, სიცოცხლეს რომლის დაკარგვასაც დღეს ჩვენ ასე ძალიან ვუფრთხილდებით.

დიახ, შესაძლოა დღეს სიმხდალე მეფობდეს დღეს საქართველოს შვილთა გულებში, მაგრამ აბა შენ თუ მე ,თუ არ ვიქნებით სამაგალითონი, მაშინ ვინ დადგება, ვინ იბრძოლებს, ვინ ილაპარაკებს სიყვარულის ენით ვინ?,რათქმაუნდა მე და თქვენ უნდა ვიყოთ ის ადამიანები, რადგან ვიძახით საქართველო ჩვენი სამშობლოა.

პატივისცემით თემური ცათიაშვილი

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები