ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ არის პოლიციელი, რომელმაც თხილის ბაღში მიტოვებული ჩვილი იპოვა და გადაარჩინა

ოზურგეთში გოგომ საკუთარ სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა. დედა, საავადმყოფოში სისხლდენით მიიყვანეს, სადაც ექიმებს გაუჩნდათ ეჭვი ბავშვის მიტოვების შესახებ და სამართალდამცავებს შეატყობინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს.

ახალშობილი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამიტომ პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები აგდილზე მივიდოდნენ სამართალდამცველებმა თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა არსენ ახალკაცმა ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩულებდა სიცოცხლეს.

ჩვილი საავადმყოფოშია მოთავსებული და ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-112-ე მუხლით მიმიანარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები