ახალი ამბები

“ვენუს ჯორჯია”-ადგილი, სადაც დედასა და ნაყოფს შორის უნიკალური ბიოლოგიური კავშირის შესწავლა ხორციელდება პერინატალურ ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით

„ვენუს ჯორჯია“ საქართველოში ის ერთადერთი სამედიცინო ცენტრია, სადაც  როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული მეთოდებით ხორციელდება  გინეკოლოგიური დაავადებების, მძიმე და პათოლოგიური მშობიარობების, ასევე სამეანო – გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომი პერიოდის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაცია.

მოგეხსენებათ, ქალი დაბადებიდან მოხუცებულობამდე გაივლის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს. ცხოვრების ყოველი ახალი საფეხური ჰორმონების ცვლილებების გამო, ორგანიზმში იწვევს ორგანოთა მთელი რიგი სისტემების ფუნქციების შეცვლას. ამიტომ ზოგჯერ ფიზიოლოგიურად მიმდინარე პროცესების დროსაც ქალი საჭიროებს სრულფასოვანი რეაბილიტაციური ღონისძიებების ჩატარებას. „ვენუს ჯორჯია”-ში კი სწორედ ამ პრობლემებზე  ზრუნავენ.

ვენუს ჯორჯიას მთავარი მისია გახლავთ საქართველოში დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესება, ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ახალი ინოვაციური სამედიცინო მეთვალყურეობის პრინციპების მიწოდება მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ექიმთა საზოგადოებასა და მოსახლეობაში სამეანო-გინეკოლოგიური რეაბილიტაციური ღონისძიებების დანერგვა, საზოგადოებრივი სერვისების უზრუნველყოფა:

ტრენინგები რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, ტრენინგები ექიმებისთვის

 

რატომ  ‘’ვენუს ჯორჯია’’ ?!

  • მედიცინის ერთადერთი სექტორია აღდგენითი თერაპიის კუთხით  მეან -გინეკოლოგიაში
  • ეფექტური მკურნალობის გარდა აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ გადატანილი დაავადებების ან ქირურგიული ოპერაციის შემდეგ უმოკლეს დროში აღიდგინოთ ძალები და ცხოვრების რითმში ენერგიულად ჩაერთოთ
  • კომფორტული გარემო ქმნის კარგ განწყობას, რასაც პერსონალის გულისხმიერება, პროფესიონალიზმი, კეთილგანწყობა და ინდივიდუალური მიდგომა უწყობს ხელს.
  • სამედიცინო ცენტრში მომართვის დღიდან ჩვენი ოჯახის წევრი ხდებით, რომელზეც ზრუნავენ, უყვართ და ყოველთვის მხარში უდგანან
  • პერსონალის თითოეული წევრი გამსჭვალულია პაციენტის, მისი ოჯახის ნდობით და ლოიალობით, ვინაიდან ისინი საჭირო დროს და ყურადღებას უთმობენ მას ყოველ ვიზიტზე. გუნდის თითოეული წევრის მიზანია პაციენტის ყოველი ვიზიტი აღემატებოდეს მის მოლოდინს.
  • ჩვენი მართვის პრინციპია დედასა და ნაყოფს შორის უნიკალური ბიოლოგიური კავშირის შესწავლა პერინატალურ ფსიქოლოგიაზე დაყრდნობით
  • კლინიკური და მულტიდისციპლინარული კვლევები მიმართულია დროული ფიზიოლოგიური ორსულობების და ჯანმრთელი შთამომავლობის უზრუნველსაყოფად.
  • სამედიცინო ცენტრში დანერგილია სამედიცინო ტექნოლოგიები, რომლებიც მოიცავენ ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკურ და სამკურნალო პროცედურებს.
  • დანერგილია სტანდარტიზაციის პრინციპი, პროფილაქტიკური და რეაბილიტაციური მიმართულებებით. ვინაიდან ორივე ეს მიმართულება წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის ფორმირების საფუძველს.
  • ვზრუნავთ არა მარტო ქალის ჯანმრთელობაზე, არამედ მის ფსიქო–ემოციურ მდგომარეობასა და ესთეტიურ სილამაზეზე.

 

“ვენუს ჯორჯია”-ში დაგვხდებათ პაციენტზე მორგებული მომსახურება, ექიმების გუნდური მუშაობა, მუდმივად სიახლეებზე ორიენტირი-ცვალებად ყოველდღიურობაში და შესაბამისი კონცეფციების შემუშავება

მისამართი:   ი. ჭავჭავაძის გამზ. 33

Highlights info row image
2 91 01 58; 599 62 43 00

 

 

 

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები