ახალი ამბებისაზოგადოება

ველისციხის ინციდენტთან დაკავშირებით გურჯაანის სასამართლოში მელიას და ვაშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის ლიდერების – ნიკა მელიასა და გიორგი ვაშაძის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ორივე მათგანს 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის დროს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახით 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციულ სახდელს 15 დღის ვადით ითვალისწინებს.

პროცესზე ინციდენტის მონაწილე პოლიციელები იკითხებიან.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები