ახალი ამბებიპოლიტიკა

“ვბრუნდები თბილისში, სადაც ადგილზე გავეცნობი სიტუაციას და დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტი საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეწყვიტა და თბილისში ბრუნდება.

“ამ დილით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეწყვეტილი ყოფილიყო ეს ვიზიტი ბელარუსში და ევროპულ თამაშებზე დასწრება.

თუმცა, ამ დილითვე პრეზიდენტ ლუკაშენკომ თავად გადაწყვიტა, რომ მაინც შემხვედროდა და მოკლე საუბარი გვქონდა დილით, წამოსვლის წინ.

ახლა ვბრუნდები თბილისში, სადაც გავეცნობი ადგილზე სიტუაციას და ასევე, იმ დაზარალებული ადამიანების მდგომარეობას და ეს არის პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი გუშინ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ სოფელში შეხვდა, დღეს კი შეხვედრა გამართა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან.

სალომე ზურაბიშვილი მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალს უნდა დასწრებოდა და ქართველ სპორტსმენებისთვის ადგილზე ეგულშემატკივრა.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები