ახალი ამბებიპოლიტიკა

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტს თავდაცვის უწყება ეხმაურება

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 30 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება:

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის (11.02. 1989) გარდაცვალების გამო.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.”- აღნიშნულია განცხადებაში

მამუკა ხაზარიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყიდან არის.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები