ახალი ამბებისაზოგადოება

ვარკეთილში, ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს საკუთარი ნივთები გამოაქვთ

ვარკეთილში 322 კორპუსში საინჟინრო ჯგუფმა სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა, რის შემდეგაც მოქალქეებს პირადი ნივთების გამოტანის უფლება მიეცათ.

მეხანძრე-მაშველები უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით მოქალაქეებს კორპუსში აცილებენ და ნივთების გამოტანაში ეხმარებიან. პერიმეტრზე უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112″-დან ავარიული კორპუსის შესახებ შეტყობინება გუშინ შემოვიდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ჩამოშლილი იყო საყრდენი კედლის გარე ფასადის ნალესი და დაბზარული იყო კედლები. სადარბაზოდან დროულად განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები