ახალი ამბებიპოლიტიკა

ვანო ზარდიაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებზე – პირობას გაძლევთ, რომ მათ შორის ეკას ბესელიასთან ერთად, ამ გამოძიების ბოლომდე დასრულებას მოვითხოვ

„პირობას გაძლევთ, რომ მათ შორის ქალბატონ ეკასთან ერთად, ამ გამოძიების ბოლომდე დასრულებას მოვითხოვ,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, მისი გადამღებიც და გამავრცელებელიც უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს.

„ამ თემასთან დაკავშირებით მეტი კომენტარი ზედმეტი იქნება ჩემი მხრიდან. პირობას გაძლევთ, რომ მათ შორის ქალბატონ ეკასთან ერთად, ამ გამოძიების ბოლომდე დასრულებას მოვითხოვ. შესაბამისად, მერე ყველა ერთად ვნახავთ ამ გამოძიების შედეგებს,”- განაცხადა ზარდიაშვილმა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close