ახალი ამბებიგანათლებამედიცინამსოფლიოსაზოგადოება

ვახტანგ ბოჭორიშვილის ღვაწლი ინფექციურ სნეულებათა ბრძოლაში

25 მარტს ცნობილ ინფექციონისტს 95 წელი შეუსრულდა

არ დავივიწოთ ვახტანგ ბოჭორიშვილის ღვაწლი ინფექციურ სნეულებათა ბრძოლაში

25 მარტს ცნობილ ინფექციონისტს 95 წელი შეუსრულდებოდა

მაია ცომაიას ბლოგი

ექიმი სტომატოლოგი, ქირურგი, ორთოპედი დიეგო ზარანდია საზოგადოებას ახსენებს ცნობილ  ინფექციონისტს  ბ.ნ ვახტანგ ბოჭორიშვილს, რომლის ხელში გაიზარდნენ, დახელოვნდნენ და პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ ის ცნობილი ექიმები, რომლებიც დღეს 24 საათიან რეჟიმში დავთაუზოგავად იბრძვიან კორონავირუსის წინააღმდეგ!

დიეგო ზარანდია-“ცოტაოდენი ამ კაცზეც ვთქვათ, ყველა ვისაც ახლა ტელევიზორში ვხედავთ, ამ დიდებული ადამიანის მოწაფეები არიან. ვახტანგ ბოჭორიშვილი ქართველი ინფექციონისტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი – საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი – ამაზე ამბობენ ბოჭორიშვილის სკოლა!

ინფორმაციისთვის:

ვახტანგ ბოჭორიშვილი ცნობილი ქართველი ინფექციონისტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სამხედრო ექიმი. 1951 წელს დაამთავრა ხარკოვის ამედიცინო ინსტიტუტი, მუშაობდა სამხედრო ექიმად, შემდეგ ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე. 1969 წლიდან გადმოვიდა თბილისში და სათავეში ჩაუდგა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას. მან 1970 წელს, ქოლერის ეპიდემიის დროს, ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი.

1970–1973 წლებში იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი, რისთვისაც 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, რამაც უზრუნველყო სიკვდილიანობის შემცირება. 1981–1989 წლებში იყო IV სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1990 წლიდან იყო ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების აკადემიის ინფექციურ დაავადებათა კათედრის გამგე.

ვახტანგ ბოჭორიშვილი აქტიურად უჭერდა მხარს ეროვნული მოძრაობის 80-იანი წლების ტალღას და მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1999 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 მონოგრაფია.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები