ახალი ამბებიექსკლუზივისაზოგადოებასოციალური მედია

ვაჩუქოთ სიხარული მოხუცებს

ჩაერთეთ აქციაში, ვაჩუქოთ სიხარული მოხუცებს, გაიღეთ მათთვის სიკეთე!

მაია ცომაიას ბლოგი

საქველმოქმედო ფონდი “იმედი” ემიგრანტებთნ ერთად აგრძელებს სოციალურ პროექტს

,,ვაჩუქოთ სიხარული მოხუცებს”.

22 თებერვალს სათნოების სახლ “კათარზისში”  გაიმართება კონცერტი მოხუცებისთვის.

საქველმოქმედო ფონდ “იმედს” სათავეში უდგას საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია შათირიშვილი, რომლის თაოსნობითაც უამრავი ინიციატივა ხორციელდება სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის.

ნათია შათირიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს- მოეფერონ მოხუცებს, რათა მათი სიბერე იყოს უფრო თბილი და ტკბილი!

ნათია შათირიშვილი: -მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ აქციაში, ვაჩუქოთ სიხარული მოხუცებს, გაიღეთ მათთვის სიკეთე!

22 თებერვალს აქციას უერთდება ევროპული განათლების აკადემია “ბიდისი”, რომელიც  მოხუცებს პირველადი დახმარების პროდუქტებით დაეხმარება. აკადემიის ინიციატივით კათარზისის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ უფასო 3 სთ-იანი ტრენინგ კურსი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებით.

პს.  ბოლოს, მოხუცების სურვილით კათარზიში გაიჭრება გრანდიოზული ტორტი,  იქნება ფოიერვერკი!

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები