ახალი ამბები

“ვაჩეს” ახალი კოლექციის ექსკლუზივები vog.ge-ის

 მაია ცომაიას ბლოგი

“ვაჩე” ქიაჩელის ქუჩაზე უამრავი ხელოვანის საყვარელი გალერეაა. ადგილი, სადაც გალერეის დამფუძნებელი სახვითი ხელოვნების ექსპერტი, ანტიკვარიატის სპეციალისტი და საკუთარი ბრენდის “ვაჩე”-ს ექსკლუზიური სამკაულების დიზაინერი ინგა ვაჩეიშვილი ხელს უწყობს და ხშირად სრულიად უანგაროდაც ეხმარება ახალგაზრდა და ნიჭიერ ავტორებს  პირველი პერსონალური გამოფენების მოწყობაში. ადგილი, რომელიც მასპინძელია სახელგანთქმული და გამოცდილი ოსტატების გამოფენების.

ამჯერად მსურს, გაგაცნოთ გალერეა “ვაჩეს” ხელმძღვანლის უნიკალური და განუმეორებელი კოლექცია

 

მასალად-ოქრო, ალმასი, ამეთვისტო, ლალი, ზურმუხტი, ლალი ფოთლად, ამეთვისტო ყვავილად, ბრილიანტები და სხვა ძვირფასი ქვებია გამოყენებული ინგა ვაჩეიშვილის ორიგინალური, ულამაზესი და უძვირფასესი, პრემიუმ კლასის ბეჭდების კოლექციაში. სამკაულების სტილი ავანგარდული,ინდივიდუალური და განუმეორებელია, თითოეულ მათგანს საკუთარი სახელი და ისტორია აქვს. მაგალითად, ავიღოთ „იმედის იალქანი”, რომელიც ლონდონში ნაყიდი ქვით – „შაჰფირუზით” არის დამზადებული. ლეგენდის თანახმად, ეს ქვა ძალიან ჰყვარებია შაჰს და თურმე საყვარელ ქალბატონებს უსახსოვრებდა ხოლმე. ქალი თუ დაავადებულია, მაშინ ფირუზი, რომელსაც ის ატარებს, შავდება. თუ შაჰი დაინახავდა, რომ ქვა გაშავდა, ალბათ ძალიან ცუდად მთავრდებოდა ისტორია. ერთ-ერთი ბეჭედი – „როიალი”, სპეციალურად მაესტროსათვის არის შექმნილი და როიალის ფორმა აქვს. მასალა ინგლისშია შეძენილი, ერთადერთი ნედლეულია, რომელიც საქართველოში დამუშავდა, 80-კარატიანი ტოპაზია, მაგრამ ძალიან პრაქტიკული. 

კოლექციის ავტორი, ხელოვნების ექსპერტი, გალერეა “ვაჩეს ”  ხელმძღვანელი ინგა ვაჩეიშვილი კარგად იცნობს მსოფლიო საიუველირო კულტურას და თვლის, რომ მისი შემოქმედებით შექმნილი სამკაულები არსად არ გვხდება, ამიტომაცაა ის ორიგინალური და განსხვავებული. 

კოლექცია, რომელიც გალერეა ვაჩეში 3 წლის წინ გამოიფინა, თერთმეტი ბეჭდისგან შედგებოდა. კოლექცია იქმნებოდა  შვიდი წლის განმავლობაში, რადგან ბუნებრივი ქვების მოპოვებას, დამუშავებას, ფინანსებს, იდეის შემუშავებასა და მის განხორციელებას დრო სჭირდება.

 

ახლახანს, ვენაში ინგა ვაჩეიშვილის მთელი კოლექცია შეიძინა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომელსაც თავად დიზაინერიც შეხვდა და საინტერესო სამომავლო გეგმები ერთად დაისახეს. კოლექციის ავტორს ძალიან გაუჭირდა თითოეულ ბეჭედთან გამოთხოვება,თუმცა გაჩნდა ახალი მოტივაცია ახალი კოლექციის შექმნისა და უფრო გრანდიოზული გამოფენის.

სრულიად ახალი ნამუშევარები -ექსკლუზივი vog.ge-ისთვის

 

 

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები