ახალი ამბები

უწყვეტი სამედიცინო განათლება  წინაპირობაა მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისის.

 

მაია ცომაიას ბლოგი

    ამჟამად გერმანიაში (Uni-Klinikum Halle/Saale Kröllwitz) მოღვაწე წარმატებული და პროფესიონალი სისხლძარღვთა ქირურგი, პროფესორი   ჯუმბერ ფარცახაშვილი გამოდის ინიციატივით უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში ჩატარდეს 3 საფეხურიანი გამოცდა 50 წელს გადაცილებული პროფესურისთვის. პროფესორი მიიჩნევს, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლება  საწინდარია მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისის.  ბ-ონ ჯუმბერის ამ განცხადებას დიდი გამოუხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში-ფეისბუქზე. ჩემთვის უცნობია 50 წელს გადაცილებული პროფესურის განწყობა ამ თემის გარშემო, თუმცა კომენტარების ავტორების უმრავლესობა ეთახნმება აღნიშნულ ინიციატივას.

აქვე მინდა შემოგთავაზოთ ჩემი კოლეგის, ჟურნალისტის თამარ ცირეკიძის კომენტარი უცვლელად, რომელსაც მეც უაპელაციოდ ვეთანხმები

Tamuna Tsirekidze ვის და რატომ არ სურს უწყვეტი სამედიცინო განათლება და სავალდებულო რეატესტაციები საქართველოში?! ეს კითხვა აჩენს მრავალ პასუხს, რომელიც არგუმენტირებულ და მტკიცებულებით მედიცინაზე დამყარებულ, მსოფლიო გამოცდილებას ეფუძნება. ვისი ინიციატივით ფერხდება ,,ახალი სისხლის” მუდმივი განახლება ქართულ მედიცინაში და რა დგას ამის უკან?! კლანური წყობა, ნეპოტიზმი და კორუფციული სქემები,რომელსაც უამრავი ქართველი, ახალგაზრდა ექიმის მომავალი ეწირება თუ პროგრესული აზროვნების, ცოდნისა და კვალიფიკაციის არ ქონა, რომელიც ქართველი პაციენტების ჯანმრთელობის მომავალზე აისახება.
შექმნილი, ჩიხური ვითარებიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად დაწყებულ უნდა იქნას კვლევა და გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით . საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს იმ ადამიანთა სახელები და გვარები ვინც ამ პროცესების სათავეშია, ასევე არგუმენტერებული და დოკუმენტირებული უნდა იქნას ამ პიროვნებების უკან მდგარი მოტივაციები

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები