ახალი ამბებიგანათლებასაზოგადოება

უცხოური ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.

შედეგების სანახავად და სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა მიუთითოს. სისტემაში შესვლისას, შედეგებთან ერთად აბიტურიენტებს საკუთრი ნაშრომის ასლის ნახვაც შეეძლებათ.

შეგახსენებთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოქვეყნა უნარების, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები. ეროვნული გამოცდების შედეგები სრულად მომდევნო კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები