ახალი ამბებისოციალური მედია

უცხოელ ტურისტებს ბაგრატის ტაძარში შესასვლელად ფულს სძალავენ

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ბაგრატის ტაძარში მომხდარ შემთხვევაზე წერს.

,,ძალიან გაბრაზებული ვარ და მინდა, ყველას მოგიყვეთ, რატომ… რამდენიმე დღის წინ ბაგრატის ტაძარში ვიყავი ოჯახთან ერთად. ეზოს შესასვლელთან კი დავინახე, 50-60 წლამდე სამი ქალი იჯდა, მაგრამ ჩავთვალე, რომ მოწყალებას ითხოვდნენ და ყურადღება არ მიმიქცევია დიდად.

გამოსვლისას შეთხვევით შევამჩნიე, რომ შვიდი უცხოელი ტურისტი იდგა და ერთ-ერთ ქალს ელაპარაკებოდა. ამ ქალს ხელში ორმოცდაათ და ოცლარიანები ეჭირა და ეუბნება ჟესტების გამოყენებით, რომ კიო, ამ ფასად ყველაფერს დაათვალიერებთო…

დავაკვირდი და წინ ყუთი უდევს, აწერია ,,5 ლარი”… ანუ უცხოელებს ,,აბოლებს” და ტაძარში შესვლაში კაცზე ახდებინებს 5 ლარს! ქართულად კი მივალანძღე, მაგრამ უკვე გადახდილი ჰქონდათ ფული იმ უცხოელებს და აღარ ვთქვი არაფერი, თან ძალიან შემრცხვა ასეთი აფერისტობის, მაგრამ ახლა ვნანობ, რომ მეტი არ გავაკეთე.

ისე, ნუთუ მე, 10 წუთის წინ მისულმა შევამჩნიე ეს გულისამრევი აფიორა და ტაძრის ხალხმა არ იცის? თუ წილში არიან ყველა? ჩემი იქ ყოფნის მოკლე დროში მინიმუმ 40 უცხოელი ტურისტი იყო ეზოში და წარმომიდგენია, დღეში რამდენ ფულს იჯიბავს ის აფერისტი ქალი” – წერს სოციალურ ქსელში.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები