ახალი ამბები

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი.

4 მარტს , საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში , გაიმართა შეხვედრა, სადაც გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 51-ე საჯარო სკოლასა და რადიო საქართველოს ხმას შორის.
მემორანდუმის თანახმად 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ რადიო საქართველოს ხმაში გაიღრმავონ ცოდნა და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.
რადიო საქართველოს ხმა , მოსწავლეებს უთმობს თავის საეთერო დროის გარკვეულ ნაწილს პრაქტიკული საქმიანობისთვის .
მემორანდუმის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა რადიო საქართველოს ხმის წარმომადგენელი გიორგი ედიშერაშვილი , რომელმაც განაცხადა ,რომ 51-ე სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა . ასევე გიორგიმ განაცხდა . ” მემაყება რომ რადიო საქართველოს ხმას წარმოვადგენ , იმიტომ ,რომ ჩვენი რადიი ყოველთვის დგას ახალგაზრდების განვითარებასა და ინტერესების სადარაჯოზე”.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები