ახალი ამბებისპორტი

“უნიონი” და “ჰოფენჰაიმი” გერმანიის თასის 1/8-ფინალში იასპარეზებენ

ბერლინის “უნიონმა” გერმანიის თასის 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.

1/4-ფინალურ ეტაპზე დედაქალაქელებმა გასვლით შეხვედრაში “ფრაიბურგს”- 3:1 სძლიეს. სტუმართა რიგებში გოლები მესმა, ანდრიხმა და გენტნერმა გაიტანეს. ბადენვიურტემბერგელთა შემადგენლობაში ერთადერთი ბურთი კოხმა მიითვალა.

ტიტულისათვის ბრძოლას ასევე “ჰოფენჰაიმი” აგრძელებს. ზინცჰაიმელებმა სტუმრად “დუისბურგს”- 2:0 მოუგეს. მასპინძელთა კარი გრილიჩმა და ადამიანმა დალაშქრეს.

1/8-ფინალისტთა შორის აგრეთვე ვიხილავთ “ზაარბრიუკენს”, რომელმაც შინ “კიოლნი”- 3:2 დაამარცხა.

ავტორი: ედუარდ მელოიანი

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები