ახალი ამბებიპოლიტიკა

“უნდა შევინარჩუნოთ სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც დღეს გვქვს რუსეთთან, მათ შორის აგროსასურსათო და ტურიზმის სფეროში”- ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობები პრაგმატულ კავშირზე იქნება დაფუძნებული, ემოციებისგან დაცლილი, რომელშიც ჩართული იქნებიან კომპეტენტური უწყებები, რომელთაც საექსპორტო პოტენციალი აქვს.
„ჩვენ არ გვაქვს ემბარგო, არის გამკაცრებული კონტროლი ქართული ღვინის მიმართ, მაგრამ იმედი მაქვს, სიტუაცია უნდა ნორმალიზდეს, პროგრესი შენარჩუნებული იქნება… ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც დღეს გვქვს რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის აგროსასურსათო და ტურიზმის სფეროში. იმედი გვაქვს რუსეთის მხრიდანაც მივიღებთ შესაბამის პასუხებს და ადეკვატურად იქნება მათი მხრიდანაც აღქმული პროცესი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები