ახალი ამბები

ეს უნდა იცოდეს მომავალმა თაობამ

ქართული წარმოების პრეპარატ “კამელინის”  შესახებ ბევრს სმენია, მაგრამ მისი შემქნელის ქირურგის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ბენედიქტე მაღლაკელიძის, მისი ოჯახისა და ღირსეული შთამომავლების შესახებ უნდა იცოდეს მომავალმა თაობამ

მაია ცომაიას ბლოგი

ცნობილმა ექიმმა, მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძემ გასული საუკუნის 50-იან წლებში, მიაგნო თაფლის იმ უნიკალურ სახეობას, რომელიც მდიდარი იყო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ორიგინალური ტექნოლოგიის გამოყენებით მიაღწია მათი თავისუფალი სახით გამოყოფას და შემდგომ პრეპარატის სახით წარუდგინა სამედიცინო საზოგადოებას.

ასე დაიწყო “კამელინის” ექსპერიმენტულ-კლინიკური გამოცდა მოსკოვის, ლენინგრადის, თბილისის და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში. ადრეული კვლევები, რომელთა საფუძველზე მტკიცდება “კამელინის” შესანიშნავი ანტისიმსივნური თვისებები, მოიცავს 1945-1975 წლებს. საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე ცდების მსვლელობას და მიღებულ შედეგებს ამოწმებდა სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც მივიდა შემდეგ დასკვნამდე: გამოსაცდელი პრეპარატი დამთრგუნველ გავლენას ახდენს სიმსივნურ ზრდაზე. მისი გავლენით ხდება სიმსივნეების შესამჩნევი შემცირება და სრული გაქრობაც კი.

ამ პერიოდიდან დღემდე პრეპარატი მოიხმარა ათასობით ონკოდაავადებულმა, მათ შორის, უმძიმეს სტადიაში მყოფმა ავადმყოფებმაც. თითქმის უმეტეს შემთხვევებში მიღწეულ იქნა თერაპევტული ეფექტი: საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების, ტემპერატურის დაწევის, ტკივილების და პირღებინების გაქრობის სახით, სისხლის სურათის გაუმჯობესებით, მეტასტაზების ზომების შემცირებით, შრომისუნარიანობის აღდგენითა და სიცოცხლის გახანგრძლივებით.

ოთარ რამიშვილმა, პრეპარატ “კამელინით” მკურნალობის შედეგად განკურნებულმა (დაახლოებით 40 წლის წინ, მას დაუდგინეს ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე), ბ.მაღლაკელიძის უნიკალურ პრეპარატს მიუძღვნა თავისი ცნობილი სიმღერა – “ფუტკარი, როგორც აფთიაქარი”. ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე მძიმე დაავადებისგან შველას, სწორედ “კამელინით” ჰპოვებდა ქართული მწერლობის კლასიკოსი ჭაბუა ამირეჯიბი. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს…

ქველმოქმედება და თანადგომა, ბენედიქტე მაღლაკელიძისა და მისი მეუღლის, ცნობილი ქართველი ქირურგის, გუგული აბაშიძის ოჯახის განუყოფელი ნაწილი იყო. დიდი მოღვაწე გახლდათ მისი სიმამრი, უდიდესი მამულიშვილი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი, საქართველოს პირველი დამფუძნებელი კრების წევრი, “სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის” წევრი, აჭარაში ქართული სკოლების გახსნის ინიციატორი ჰაიდარ აბაშიძე. გამორჩეულია მზრუნველობა, რასაც იჩენდა გუგული აბაშიძე და მისი ოჯახი ხელისუფლებისგან შერისხულ და თითქმის შინაპატიმრობაში, სრულიად უსახსროდ მყოფი ექვთიმე თაყაიშვილის მიმართ.

1965 წელს საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოლოგიური კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს პრეზიდიუმმა ბ.მაღლაკელიძის მიერ შექმნილ პრეპარატს უწოდა “კამელინი”; საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კი დაევალა, რომ მოსკოვის ონკოლოგიურ კლინიკებში გასაგზავნად დაემზადებინა 1 500 000 ამპულა “კამელინი”.

ავტორის უეცარმა გარდაცვალებამ ხანგრძლივი დროით შეაჩერა აღნიშნული პრეპარატის ფართომასშტაბიანი წარმოება და მხოლოდ 2004-2005 წლიდან გახდა შესაძლებელი თავიდან აღორძინებულიყო პრეპარატი “კამელინი”, მისი მეუღლის – ქირურგ გუგული აბაშიძის, ქალიშვილის – ქეთევან მაღლაკელიძისა და სიძის – ავთანდილ მახარობლიძის ძალისხმევით. უმოკლეს დროში “კამელინი” შეისწავლეს მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში. ნათლად დადასტურდა მისი იმუნომოდულატორული, ანტისიმსივნური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო, რეგენერაციული და სხვა თვისებები. ფარმაცევტული კომპანია „კამელინის“ მიღწევები მრავალჯერ აღინიშნა საქართველოში. მას მოპოვებული აქვს უმაღლესი დონის საერთაშორისო აღიარებები, პრიზები, დიპლომები, სერტიფიკატები.

ბენედიქტე მაღლაკელიძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გარდაცვალებიდან რამდენიმე ათწლეულის გავლის მიუხედავად, ქართველმა ერმა, მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად, ბენედიქტე მაღლაკელიძე შეიყვანა ყველა დროის უდიდეს ქართველთა საპატიო ასეულში. განუზომლად დიდია მისი ღვაწლი ქართული სამედიცინო მეცნიერების განვითარების საქმეში.

2 წლის წინ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის – ირაკლი ფავლენიშვილის ინიციატივით, ბენედიქტე მაღლაკელიძის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა დედაქალაქის საკრებულოში. საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში დაწესდა ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელობის სტიპენდია, რომელიც მესამე წელია, გაიცემა იმუნოლოგიის საგანში უმაღლესი შეფასების მქონე წარჩინებულ სტუდენტზე. სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტები აქტიურად მუშაობენ “კამელინის” კვლევებზე. პრეპარატის შესახებ სამეცნიერო სტატიები ქვეყნდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

 

 

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close