ახალი ამბებისპორტი

უმცროსმა მალდინიმ ”მილანთან” კონტრაქტი 2024 წლამდე გააგრძელა

ლეგენდარულ იტალიელ მცველ პაოლო მალდინის ვაჟმა ”მილანთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.

”როსონერის” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, დანიელ მალდინი ”სან სიროზე” 2024 წლამდე იასპარეზებს. 18 წლის ფორვარდი მილანური გრანდის ღირსებას 2018 წლიდან იცავს.

მიმდინარე წლის ზაფხულში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ”მილანის” ძირითადი გუნდის მაისურით სადებიუტო მატჩი საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ტურნირზე ”ბაიერნის” წინააღმდეგ ჩაატარა. ”მილანის” ახალგაზრდული გუნდის რიგებში გამართულ 4 დაპირისპირებაში ჩეზარე მალდინის შვილიშვილმა თავი ერთი გოლით გამოიჩინა.

ავტორი: ედუარდ მელოიანი

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები