ახალი ამბები

უმტკივნეულო გამოსავალი- სიმართლის თქმა

კანონი ამ მხრივ განსაკუთრებით მკაცრია

იცოდე კანონი და იქნები დაცული! 

მაია ცომაიას ბლოგი

ჩვენს რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც შვილად აყვანილისათვის ოჯახური საიდუმლოს გამხელა დიდ ტრაგედიად იქცევა. ყველა ვერ უძლებს მოულოდნელ დარტყმას, ვერ პატიობენ მშვილებლებს ტყუილში ცხოვრებას და ყველას მოგეხსენებათ როგორი სტრესის გადატანა უწევთ მათ.

კანონი, რომელიც ამ დროს საიდუმლოს გამმჟღავნებელი პირის დასჯას ითვალისწინებს, განსაკუთრებით მკაცრია.

შვი­ლად აყვა­ნის სა­ი­დუმ­ლოების დარ­ღვე­ვა, ცხადია, და­ნა­შა­უ­ლია და ისჯება სისხლის სა­მარ­თლის წე­სით. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს სისხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 175-ე მუხლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის თა­ნახმად, შვი­ლად აყვა­ნის სა­ი­დუმ­ლოების გამჟღავ­ნება მშვი­ლებლის ნება-სურ­ვი­ლის გა­რე­შე ისჯება ჯარი­მით, ან გა­მას­წო­რებელი სა­მუ­შა­ო­თი, ვა­დით 6 თვემ­დე. ხოლო ამა­ვე მუხლის მე­ო­რე ნა­წი­ლის მიხედ­ვით, იგი­ვე ქმე­დება – ა) იმის მი­ერ, ვინც ვალ­დებულია, და­იც­ვას შვი­ლად აყვა­ნის ფაქ­ტი, რო­გორც სამ­სახურებრი­ვი ან პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლოება; ბ) რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია, – ისჯება ჯარი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლების შეზ­ღუდ­ვით, ვა­დით 3 წლამ­დე; ან­და თა­ვი­სუფ­ლების აღ­კვე­თით იმა­ვე ვა­დით, თა­ნამ­დებობის და­კა­ვების ან საქ­მი­ა­ნობის უფ­ლების ჩა­მორ­თმე­ვით, ვა­დით 3 წლამ­დე.

პს. ყველაზე უმტკივნეულო და ალტერნატიული გამოსავალი სიმართლის თქმაა კარგად შერჩეულ მომენტსა და დროში! 

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები