ახალი ამბებიმსოფლიო

უჩვეულო მოვლენა მექსიკაში – სეტყვის მარცვლებმა მთელი ქალაქი დაფარა (ფოტოკოლაჟი)

მექსიკის დასავლეთ ნაწილს სტიქია დაატყდა თავს. მექსიკის ქალაქ გვადალახარაში და მის შემოგარენში იმ რაოდენობის სეტყვა მოვიდა, რომ სეტყვის საფარმა ზოგან მეტრანახევარს მიაღწია. მაშველები და ადგილობრივი მაცხოვრებლები მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებს წმენდნენ. ქუჩები ყინულის მდინარეებს დაემსგავსა, დაზიანდა ორასზე მეტი სახლი და ათეულობით მანქანა. წინასწარი ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე დაშავებულმა ადამიანმა საავადმყოფოებს დახმარებისთვის მიმართა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები