ახალი ამბები

უბედური შემთხვევა კაჭრეთში – სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა

12 ივნისს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, ქვესადგურში „კაჭრეთი-110“, ფიდერზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს, მოხდა უბედური შემთხვევა, გარდაიცვალა გურჯაანის ქვესადგურების ზონის უფროსი შოთა მთავარაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით ამ დროისათვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები