ახალი ამბებიმსოფლიო

Twitter-მა აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით 10 ათასი ანგარიში გააუქმა

Twitter-მა შეერთებული შტატების კონგრესის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სოციალური ქსელის 10 ათასი ანგარიში გააუქმა. გვერდები არჩევნების იგნორირების მოწოდებით შეტყობინებას ავტომატურ რეჟიმში აგზავნიდნენ.

გზავნილები დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების სახელით ქვეყნდებოდა, რომელიც, კომპანიის ცნობით, სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში წაშალეს.

კონგრესის შუალედური არჩევნები შეერთებულ შტატებში 6 ნოემბერს გაიმართება. მოსახლეობამ წარმომადგენელთა პალატის წევრები – 35 სენატორი და 39 გუბერნატორი უნდა აირჩიოს.

წყარო: რუსთავი 2

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply