ახალი ამბებისამართალი

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი ბრალს აღიარებს – ადვოკატი

დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე სხდომაზე აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე სხდომაზე აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებული ბრალს აღიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა განუცხადა.

“მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება რომ კონფლქტი დაიწყო სუფრაზე. თავად აღიარებს ბრალს” – აცხადებს ადვოკატი.

ამ დროისთვის, ცოტნე გამსახურდიას საჭრის საქმეზე 5 აპირია დაკავებული. მათ შორის ორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სამ პირს კი ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას
გულისხმობს.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close