ახალი ამბები

ცხოველების წამების საწინააღმდეგო კანონი დამტკიცდა

ცხოველების წამების საწინააღმდეგო კანონი დამტკიცდა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დამტკიცა კანონი, რის შედეგადაც, ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა.
„აღნიშნული ცვლილებებით, რა თქმა უნდა, კანონი შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა – პატიმრობა. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვნახეთ, თუ როგორ კლავდნენ და ასახიჩრებდნენ ცხოველებს. ეს ძალიან მძიმე სანახავია და ამ მიმართულებით, კანონის გამკაცრება მნიშვნელოვანია. ასევე, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ადმინისტრაციული სახდელის ზომა გაიზარდა 500 ლარამდე. არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, მშობლის პასუხისმგებლობა განისაზღვრა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები