ახალი ამბებიგანათლებათემურ სამხარაძე

“ცხონება არის უფასო! არც ევრო ღირს, არც დოლარი და არც ლარი!”

ერთი ქადაგება მოვისმინე და გადავწყვიტე მცირე ზომის სტატია მისთვის მიმეძღვნა მეც, ყველაზე უმთავრესი ამ ქადაგებაში რომელსაც საბერძნეთში მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ქალაქ თესალონიკში მოვისმინე იყო ეს სიტყვი – “ადამიანებო ცხონება უფასოა! ღმერთი იმაში რომ გახცონოს ფულს არ იღებს” ამ სიტყვებში ისეთი სიმართლის მარცვალია სულ უკუნითსაც რომ გაანათებს. ქრისტიანებო ცხონება უფასოა!…

მართლმადიდებლური თვალთახედვით, ღვთისმიერი ცხონება ადამიანის უმთავრესი მიზანია. სწორედ იგი წარმოადგენს ჩვენს უმაღლეს მისწრაფებათა გვირგვინს გვირგვინთა შორი, ვინაიდან “რა სარგებელ ეყოს კაცსა, უკეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?”  (მთ. 16, 26).  ღმერთს ნებავს “ყოველთა კაცთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მისლვა” (1 ტიმ. 2, 4). ნათელია, რომ ჭეშმარიტების შემეცნებით თვით ცხონებას შევიძენთ. ქრისტეც ხომ წარწყმედილთა მოძიებად და ხსნად მოვიდა (ლკ. 19, 10), რათა იხსნას სოფელი ესე (იოანე 3, 17 ). იგი მობრძანდა, რათა ნათელი და გონება მოემადლა ჩვენთვის, რომ გვეცნა ღმერთი ჭეშმარიტი (I იოანე 5, 20).

ცხონება არის ღვთიური  სიყვარულის მოპოვება. ღმერთმა ჩვენ მხოლოდ ამისთვის გაგვაჩინა. თუმცა ჩვენ კი ამაზე უარს ვამბობთ.   სულის  ხსნა სულისა,ანუ ცხონება მდგომარეობს ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენაში. ეს კავშირი კაცობრიობამ ადამის პირველქმნილი ცოდვით დაკარგა. ეკლესიის სწავლების მიხედვით, ადამიანის სულის გადარჩენა და ცხონებაზე ზრუნვა მხოლოდ უფლის მიერ დაარსებული ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. თუ ადამიანი ეკლესიის წევრი გახდება და უფლის მცნებებს დაიცავს, თვალნათლივ დაინახავს ჭეშმარიტებისკენ სავალ გზას, იოლად გაარჩევს კეთილსა და ბოროტს, შეეცდება, ნაკლები შეცდომა დაუშვას, მეტად ჩაუკვირდეს საკუთარ თავს.

ეკლესიური ცხოვრებით ადამიანი სრულყოფის მიღწევას ცდილობს, ხშირად იმარჯვებს ვნებებზე და ემზადება ცხონებისთვის. ეკლესიური ცხოვრების მთავარი დანიშნულებაა, ვიპოვოთ ჩვენი თავი, ჩვენი სული, შევეცადოთ საკუთარი ნაკლოვანებების აღმოჩენას და ეკლესიის ხმით, ეკლესიის ხელით ვუმკურნალოთ სულიერ მდგომარეობას. დღეს პირიქით ხდება, ეკლესიის წესებს კი არ ერგება ქრისტიანი ადამიანი, არამედ ცდილობს, ეკლესია თავად მოირგოს. ბევრია ისეთი, ვინც აღმსარებელია, ეზიარება, ცდილობს ეკლესიურად იცხოვროს, მაგრამ ძალიან შორსაა ეკლესიისგან. ცხონების არსი ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული. წმინდა მამები ამბობენ, “ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნებაო”.

ადამიანი იმისთვის არის ამქვეყნად მოსული, რომ მარადიულობა დაიმკვიდროს. ეკლესიის გარეშე შეუძლებელია კაცი მარადიულობაში გადავიდეს. მაცხოვარი გვმოძღვრავს: თუ ადამიანი არ მოინათლება, არ მიიღებს ქრისტეს ნათელს, ის ვერ შევა ცათა სასუფეველშიო. ნათლობის ხელმწიფება ეკლესიას აქვს მინიჭებული ხელდასხმის მადლი, რომელიც მოციქულებიდან ეპისკოპოსებზე გადავიდა, ეპისკოპოსებიდან – მღვდლებზე, რომელთაც შეუძლიათ ჩაატარონ კანონიკური ნათლობა რაც პირველი ეტაპია ამ გზაზე სვლისათვის. ნუ დაგვავიწყდება რომ უფალი სანაცვლოდ არ ითხოვს ფულს მას ჩვენი მისდამი სიყვარული და სწორი ცხოვრების წესი სჭირდება…  ეს მცირედია რისი თქმაც შევძელი ახლა… იმედია ცოტა დაგაინტერესეთ ამ ტემით.

ავტორი: თემურ სამხარაძე

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები