ახალი ამბებიპოლიტიკა

„წინა უბედური შემთხვევის დროს, ჩვენ შევისწავლეთ და უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა არსებობდა“

მინდელის მაღაროში დაშავებული ერთ-ერთი მუშა თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებული ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ადგილზე ჩასულები არიან შრომის ინსპექტორები და მოკვლევის შედეგები მოკლე ხანში გახდება ცნობილი.

„დაზიანებები მიიღო ექვსმა პაციენტმა, ერთი იქვე გაეწერა ბინაზე, იმიტომ რომ დაზიანებები მსუბუქი იყო, ხუთი პაციენტი გადმოდის თბილისში, ერთი უკვე მიღებულია, ეს არის 50%-ის დამწვრობა, მეორე პაციენტიც მალე შემოვა, აქ დამწვრობის უფრო დიდი ფართობი არის, უმეტესობა პაციენტებს მიღებული აქვთ დამწვრობა, ერთი არის ტრავმული, რომელიც სხვა კლინიკაში შევა, ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ, დანარჩენები საბედნიეროდ, საშუალო სიმძიმის არის. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინონ.

„წინა უბედური შემთხვევის დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ შევისწავლეთ და იქ გამოკვეთილი იყო ასეთი სურათი, რომ უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა არსებობდა, უსაფრთხოების სამართავი პროტოკოლები არსებობდა და იყო ადამიანური ფაქტორი, მენეჯმენტს უნდა უზრუნველეყო, რომ ეს ყველა წესი ყოფილიყო მკაცრად დაცული, რაიმე მნიშვნელოვანი დამატების საჭიროება მაშინ არ იკვეთებოდა, იყო სუფთა ადამიანური ფაქტორი. რაც შეეხება ამ შეთხვევას, უკვე ამ წუთებში ჩავიდნენ შრომის ინსპექტორები და სულ მოკლე ხანში მეცოდინება პირველადი მოკვლევის შედეგები“,-განაცხადა სერგეენკომ.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები