ახალი ამბები

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსზე“ I ადგილი მარიამ ქართველიშვილმა დაიკავა

        საქართველოს ფოსტის ეგიდით რიგით მეექვსე „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობა 400-მდე 15 წლამდე ახალგაზრდამ მიიღო და 3 საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდა

I ადგილი ქ. რუსთავის  მე-10 საჯარო სკოლის, მე-7 კლასის მოსწავლემ   მარიამ ქართველიშვილმა დაიკავა

საქართველოს ფოსტამ გამარჯვებულს საჩუქრად გადასცა სერთიფიკატთან ერთად ნოუთბუქი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მისალოცი წერილი, ჯანრი კაშიას 11 ტომეული 

მიმდინარე წლის საკონკურსო თემა გახლდათ – „დაწერე წერილი შენი გმირის შესახებ“. „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაიგზავნება კონკურსის გამარჯვებულის, 12 წლის მარიამ ქართველიშვილის წერილი – „ჩემი გმირი“, რომელიც ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში და მარიამი გაემგზავრება შვეიცარიაში 

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა საფუძველი და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება. მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.

კონკურსის დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა უმასპინძლა.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა მარიამ ქართველიშვილის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანი შარიქაძე 

პს.გამარჯვებას  ვუსურვებთ მარიამ ქართველიშვილს საერთაშორისო კონკურსზე

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები