ახალი ამბებისაზოგადოება

ტრაგედია გორში – სტადიონზე გულშემატკივარი ქალი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ტრაგედია გორში – თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გულშემატკივარი ქალი ცუდად გახდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. 60-წლამდე ქალი სასწრაფომ “გორმედში” გადაიყვანა თუმცა, 40 წუთიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. კლინიკის ექიმი დავით ყაზაიშვილი ამბობს, რომ პაციენტს გული გაუჩერდა. არსებული ინფორმაციით, მას გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა. გორში, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის თამაში მიმდინარეობდა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები