ახალი ამბებისაზოგადოება

ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება

ტყიბულელი მეშახტეები შახტის ადმინისტრაციის გათავისუფლებასა და მათ ადგილას პროფესიული კადრების დანიშვნას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ავტომანქანებით გადაადგილდებიან და მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, შახტის დახურვა ქალაქის განადგურებას გამოიწვევს. მანქანებზე გლოვის ნიშნად შავი ლენტებია გაკეთებული.
მეშახტეები პრემიერმინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა შახტში არსებული პრობლემები გააცნონ.
ისინი ასევე ითხოვენ, რომ გამოძიებული იქნას შახტში, 2018 წლის 5 აპრილს და 16 ივლისს მომხდარი ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავეები დაისაჯონ.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები