ახალი ამბებისპორტი

ტომაშ ბერდიხმა კარიერა დაასრულა

ტომაშ ბერდიხმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ 34 წლის ჩეხმა ჩოგბურთელმა ოფიციალური განცხადება Instagram-ზე გამოაქვეყნა.

ATP-ის ტურნირების 15-გზის გამარჯვებული გამოსათხოვარ ცერემონიალს 16 ნოემბერს ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამართავს.

ტომაშ ბერდიხმა უკანასკნელი ოფიციალური მატჩი მიმდინარე წელს US Open-ზე ჩაატარა, სადაც პირველივე წრეში ამერიკელ ჯენსონ ბრუქსბისთან დამარცხდა.

ჩეხმა ათლეტმა კარიერის მანძილზე ”დევისის თასი” 2-ჯერ მოიგო, ხოლო 2010 წელს ”უიმბლდონის” ფინალში ესპანელ რაფაელ ნადალთან წააგო.

ავტორი: ედუარდ მელოიანი

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები