ახალი ამბები

თუშეთში უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ინფორმაცია გაავრცელა თუშეთში ხევში გადავარდნილი ავტომობილისა და მგზავრების შესახებ. ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.
სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები