ახალი ამბები

თოქ-შოუ „პროფილის“ განცხადება სოციალ ქსელში

თოქ-შოუ “პროფილი” სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს ორი კვირის წინ ეთერში გასულ გადაცემაზე, რომელიც დაკარგულების თემას ეხებოდა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ გადაცემის ერთ-ერთმა გმირმა იოსებ კუაცაშვილმა დედა იპოვა.
“ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავი გვინდა გაგიზიაროთ.
ზუსტად ორი კვირის წინ “პროფილმა” დაკარუგლების თემაზე გადაცემა მოამზადა, რომელსაც უკვე მე-11 წელია რაც აკეთებს.
ჩვენი გადაცემის ერთ-ერთმა გმირმა იოსებ კუაცაშვილმა გადაცემა “პროფილის” და ჩვენი მაყურებლის დამხარებით ბიოლოგიური დედა იპოვა, რომელსაც წლების განავლობაში უშედეგოდ ეძებდა. იოსები უკვე შეხვდა დედას და ყველა იმ კითხვაზე მიიღო პასუხი, რომელიც წლებია აწუხებდა.
მოგვწერეთ თუ რომელიმე გადაცემის გმირის ისტორია გეცნობათ და რაიმე ინფორმაცია ფლობთ. ჩვენს გადაცემაში კონფიდენციალურობა დაცულია” – ნათქვამია თოქ-შოუს განცხადებაში.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები