ახალი ამბებისოციალური მედია

თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში შალვა თადუმაძე-ზე წერს

vog.ge უცვლელად გთავაზობთ ამ პოსტს

ორი სიტყვით თადუმაძეზე პარლამენტში.
 რა თქმა უნდა იცის შალვა თადუმაძემ ვინ დაწერა დიდოსტატის მარჯვენა
დიპლომის მიუხედავად საქართველოს სტანდარტით კარგი იურისტიცაა
 დარწმუნებული ვარ სამი ჯგუფელიც შეუძლია გაიხსენოს და პედაგოგებიც, იმის მიუხედავად რომელ წლებში და სად სწავლობდა
🔺პრობლემა სხვაგანაა
➡️ ინსტიტუციურ დაძაბუნებაში
➡️დემოკრატიული ანგარიშვალდებულების არ არსებულ სტანდარტებში
➡️ჩვეულებრივ ცირკში რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც ყოველდღიურად ვუყურებთ.

არსად დედამიწაზე, პარლამენტში მოსმენის დროს, უკაცრავად ჟარგონისთვის, საღადაოდ და ამ ინსტიტუციის დასაცინად არ მიდიან;
ვინც ამას გაბედავს შანსი არა აქვს;
იმის მიუხედავად რას იტყვის ეს ხალხი პარლამენტში, რომელ კითხვას როგორ უპასუხებს, საერთდო უპასუხებს თუ არა, დიპლომიანი იქნება თუ უდიპლომო, განათლებული თუ გაუნათლებელი, უსინდისო თუ სინდისიერი, დაუსაბუთებელი ქონებით წარსდგება თუ ხროშოვკაში მაცხოვრებელი ამ კებნჭისყრის შედეგები წინასწარ ცნობილია, როლები განაწილებული…

ამ მოსმენების ერთადერთი დადებითი შედეგი ის იქნება რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუნდენტებისთვის მშვენიერი მასალა შეგროვდა ლექციებზე გამოსაყენებლად.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები