ახალი ამბებიბიზნესიეკონომიკაექსკლუზივიპოლიტიკა

თიბისი ბანკს ჰყავს ე.წ. ვიპ კლიენტები – კერძო მევახშეების სახით

ქონება მიაქვს მევახშეს და არა ბანკს

ეხმიანება თიბისი ბანკის ხელმძღვანელის, ბატონ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელიც მან გააკეთა სატელევიზიო ეთერისას, სადაც განაცხადა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში თიბისი ბანკს არც ერთი ოჯახი არ გამოუსახლებია.
სიოფიო ბეროშვილი:
– ჯერ ერთი მინდა შევახსენო ბატონ ხაზარაძეს, რომ ბანკების მიერ ადამიანების ძარცვა დაიწყო, განსაკუთრებით მძიმე ფორმა მიიღო წინა ხელისუფლების პირობებში და ბოლო 9 წლის განმავლობაში ადამიანების გამოსახლება სხვა სამართლებრივი რეგულაციებით დარეგულირდა.
იბისი ბანკს კი ჯერ კიდე წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა ე.წ. ,,იმიჯის შესანარჩუნებელი” ბერკეტი შემუშავებული – მას აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახით შექმნილი შვილობილი კომპანიები, რომლებსაც ბანკი გადასცემს ე.წ. ,,გაპრობლემებულ” იპოთეკურ სესხებს და ამ ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხებით ხდება ბანკის სესხის ჩანაცვლება და როგორც კი ადამიანი ვეღარ იხდიდს სესხს, მათ ასახლებდა არა ბანკი, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ასევე თიბისი ბანკს ყავს ე.წ. ვიპ კლიენტები – კერძო მევახშეების სახით, რომლებსაც ასევე გადასცემს პრობლემურ სესხებს და ქონება მიაქვს მევახშეს და არა ბანკს. ეს დიდი ხნის დამუშავებული სქემაა და ამის შესახებ ყველა სესხით დაზარალებულმა იცის.
აი ასეთი გზებით ინარჩუნებდა თიბისი ბანკი ,,კეთილშობილი ბიზნესმენის” იმიჯს და ამას ეყრდნობოდა მისი გუშინდელი განცხადება, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში თიბისი ბანკს არც ერთი ოჯახი არ ყავს გამოსახლებული!
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები