ახალი ამბებიბიზნესი

თიბისი ბანკის ინოვაციური პროექტი: ბანკის თანამშრომლებისთვის სტარტაპ-დეკრეტი იწყება

თიბისი ბანკის თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი ბიზნესიდეის რეალობად ქცევას. ამისათვის, თიბისი მათ 6 თვიან დეკრეტულ შვებულებას სრულად აუნაზღაურებს და შესაძლებლობას მისცემს, სტარტაპიდეა ბიზნესად აქციონ. კონკურსში უპირატესობა ტექნოლოგიურ იდეებს მიენიჭება. სტარტაპ-დეკრეტის პირველ 10 გამარჯვებულს თიბისი სექტემბერში გამოავლენს.
„სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს. თიბისის მისიაა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და ეს პროექტიც გარკვეულწილად ამის გამოძახილია. გვინდა, თიბისელებს შესაძლებლობა ჰქოდეთ, განავითარონ საკუთარი იდეები და რეალურ ბიზნესებად აქციონ ისინი. ამ ინიციატივით ქვეყანაში სტარტაპების განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯს ვდგამთ და ვაფიქსირებთ, რომ თიბისი საუკეთესო დამსაქმებელი ორგანიზაციაა. პროექტი სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად”, – განაცხადა ბატონმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები