ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისში ერთ-ერთ ქუჩას აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის სახელი მიენიჭება

თბილისში, ისნის რაიონში არსებულ ერთ-ერთ ქუჩას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ინიციატივა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე განიხილა.

„ვინაიდან შმაგი სოფრომაძის გარდაცვალებიდან 20 წელი გასული არ არის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მისი სახელის უკვდავსაყოფად, თბილისში არსებული ერთ- ერთი უსახელო ქუჩისთვის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელის მინიჭების ინიცირება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მოახდინა. თბილისის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ამჟამად საკითხი საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო განხილვისთვის არის ატვირთული, რის შემდეგაც ქუჩის სახელდებას ჯერ
ჩვენი კომისია განიხილავს, ხოლო საბოლოოდ საკრებულოს სხდომა დაამტკიცებს“, – აცხადებენ საკრებულოში.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები